Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

პაროსი: ზღვაში შესული სერფერი უკვალოდ დაიკარგა- მას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ

კუნძულ პაროსზე 42 წლის ბერძენ სერფერს გუშინდელი დღიდან ეძებენ, რომელიც ნაშუადღევს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა პაროსის ოქროს სანაპიროს წყლის არეალში.

სანაპირო დაცვის ხომალდები, საზღვაო ძალების ვერტმფრენი და საბერძნეთის ციკლადების სამაშველო ჯგუფის სამაშველო კატარღა „CHIARA“ ოთხკაციანი ეკიპაჟით მონაწილეობენ ძებნის ოპერაციაში, თუმცა ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები უშედეგოა.

სანაპირო დაცვის უწყების ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცის ძებნა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მცურავი გემის, საზღვაო ძალების ვერტმფრენის მონაწილეობით, ასევე სახმელეთო ძალებიც.

პირველი ინფორმაციით, 42 წლის ბერძენი მამაკაცი მეგობართან ერთად სერფინგისთვის იყო ზღვაში შესული, თუმცა მისი მეგობარი მარტო დაბრუნდა ნაპირზე, რის შემდეგაც 42 წლის სერფერის დაკარგვის შესახებ განაცხადა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *