Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

თესალონიკის აეროპორტში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა

ნასვამი რუსი მგზავრების მიერ ბორტზე შექმნილი სახიფათო მდგომარეობის გამო თვითმფრინავმა, რომელიც ასრულებდა რეისს  ინგლისის მანჩესტერიდან თურქეთის მიმართულებით, სალონიკის “მაკედონიის” აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა.

კერძოდ, ფრენის დროს თვითმფრინავში მყოფი რუსი ეროვნების ორი ნასვამი მგზავრი სალონის ეკიპაჟის მიმართ აგრესიულ ქცევას ავლენდა, რამაც ბორტზე არეულობა გამოიწვია და ფრენის   უსაფრთხოების დარღვევის საფრთხე შექმნა.

იმ ადგილის ჩხრეკისას, სადაც აღნიშნული პირები ისხდნენ, ალკოჰოლური სასმელების ცარიელი ბოთლები იპოვეს.

ორივე  მამაკაცი თესალონიკის სახელმწიფო აეროპორტის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე  სატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდების ბორტზე მგზავრობის დროს საშიში სიტუაციების შექმნის, წესრიგის დარღვევისა და საავიაციო კოდექსის სხვა დარღვევისთვის .

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *