Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

მსოფლიო ისტორიის სამი ყველაზე მდიდარი ადამიანი

მსოფლიო ისტორიის სამი ყველაზე მდიდარი ადამიანი

მსოფლიო ისტორიის ყველაზე მდიდარი ადამიანებიდან პირველი ჩინგიზ ყაენია. მონღოლეთის იმპერიის დამაარსებელი და პირველი დიდი ყაენი − ჩინგიზი ერთპიროვნულად ფლობდა ისტორიაში უდიდეს კონტინენტურ სახელმწიფოს, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპიროებიდან ხმელთაშუა ზღვამდე იყო გადაჭიმული. ამიტომ რთულია ზუსტად დაადგინო, რა მოცულობის ქონების პატრონი იყო უდიდესი დამპყრობელი. მეცნიერთა ნაწილის გათვლით, მისი ქონება აღემატებოდა 100 ტრილიონ დოლარს, ამჟამინდელი კურსის გათვალისწინებით. 1206-დან 1227 წლამდე, მისი არმია ანადგურებდა და იპყრობდა ყველა მეზობელ სახელმწიფოს და ხალხებს. ურდოები ძირითადად არბევდნენ დაპყრობილ ქალაქებს და ნადავლი ცენტრში გაჰქონდათ, რომელსაც ჩინგიზ ყაენი ერთპიროვნულად განაგებდა.

მსოფლიო ისტორიის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში კეისრის მემკვიდრე და რომის იმპერიის დამფუძნებელი ოქტავიანე ავგუსტუსიც შევიდა, რომელიც ტახტზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 27 წელს ავიდა. მან მთელი იმპერიის ერთპიროვნული კონტროლი და ჯამური ეკონომიკის 20%-იანი წილი მიიღო. ამგვარად, მისი ქონება, დღევანდელი კურსის გათვალისწინებით, დაახლოებით 4,63 ტრილიონი დოლარი იყო. მცირე ხნის განმავლობაში, ოქტავიანე პირადად ფლობდა მთელ ეგვიპტეს. ამის გარდა, მან შექმნა სისტემა, რომლის დახმარებით, რომის იმპერიაში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სიმშვიდე და წესრიგი სუფევდა.

მესამე მსოფლიო ისტორიის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მყოფი კი ბიბლიური მეფე სოლომონია, რომელიც ისრაელის სამეფოს ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში მართავდა. მიჩნეულია, რომ იგი ყოველწლიური ხარკის სახით 390 ტონა ოქროს იღებდა. გარდა ამისა, სოლომონი შემოსავალს ვაჭრობითა და აკრეფილი გადასახადებით იღებდა. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობით, მან მოახერხა $2,2 ტრილიონის მოცულობის ქონების მოგროვება. აღსანიშნავია, რომ ბიბლია მეფე სოლომონს ლეგენდარული იერუსალიმის ტაძრის აგებას მიაწერს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *