Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიციამ ეტოლოაკარნანიასა და ილიას ტერიტორიაზე 6 პირი დააკავა ოჯახური ძალადობისთვის

პოლიციამ ეტოლოაკარნანიასა და ილიას ტერიტორიაზე 6 პირი დააკავა ოჯახური ძალადობისთვის

6 ადამიანი დააკავეს ეტოლოაკარნანიასა და ილიას ტერიტორიაზე. მათ ბრალი ედებათ ოჯახური ძალადობისთვის. ცნობილია, რომ პოლიციამ კიდევ 8 საქმე გახსნა მსგავსი ბრალდებით.

უფრო კონკრეტულად კი, პოლიციის განცხადების თანახმად, დაკავებულია მამაკაცი აღრინიოში, რომლის წინააღმდეგაც მისმა მეუღლემ საჩივარი შეიტანა ოჯახური ძალადობისთვის სხეულის დაზიანებების მიყენებისთვის და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღრინიოს ტერიტორიაზე დააკავეს ასევე წყვილიც, რომელიც ერთმანეთს ადანაშაულებენ ოჯახური ძალადობისთვის. ცოლ-ქმარი ერთმანეთს სატელეფონო მიმოწერის მეშვეობით აყენებდა შეურაცხყოფას და უგზავნიდა მუქარის წერილებს. 

ამავე ტერიტორიაზე დააკავეს მამაკაციც, რომელმაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა ცოლს და შვილს.

ოჯახური ძალადობის შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს და ამას პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს. აღრინიოს ტერიტორიაზე დაწყებული დაკავებები ზემოთ ჩამოთვლილით არ დასრულებულა. დაკავებულია ასევე მამაკაცი, რომელიც განუწყვეტლად ძალადობდა საკუთარ მამაზე. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *