Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა ლავრიოს გამზირზე-შედეგად დაშავდა ექვსი ადამიანი

დღეს, დილის 9 საათზე, ლავრიოს გამზირზე, ანო დასკალიოს კვეთაზე მდებარე შუქნიშანთან მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

პირველი მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც სირიელი ექიმი მართავდა, სატვირთოს უკანა ბორბლებს შეეჯახა, რომელიც გამზირს ვერტიკალურად კვეთდა.

მძიმე შეჯახების შედეგად ავტომობილის ექვსივე მგზავრი დაშავდა, მათ შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება მძღოლის მეუღლე, ქვედა კიდურების მოტეხილობებით.

წყვილის გარდა მანქანაში მათი ორი ქალიშვილი 16 და 17 წლის, ასევე ოჯახის ახლობელი ორი ორი სხვა პირი იმყოფებოდნენ.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მძიმე შემთხვევის მიზეზებს კი საგზაო პოლიცია იძიებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულზე დასასვენებლად მყოფი და უკან დაბრუნებული  ოჯახი ლავრიოს პორტში, გემიდან, შეჯახებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩამოვიდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *