Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
პოლიტიკა

ათენი გმობს კვიპროსელი თურქების თავდასხმას გაეროს სამშვიდობო ძალებზე

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება კვიპროსის ბუფერულ ზონაში გაეროს სამშვიდობო ძალებზე თურქი კვიპროსელების მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დეტალურად:

„ჩვენ ცალსახად ვგმობთ თურქი კვიპროსელების მიერ დღევანდელ მიუღებელ თავდასხმებს გაეროს სამშვიდობო ძალების წევრებზე კვიპროსში (UNFICYP), რომლებიც ცდილობდნენ ხელი შეეშალათ უნებართვო გზის მშენებლობისთვის პილას მახლობლად, ბუფერულ ზონაში.

მკვდარი ზონის ხელყოფის მცდელობა სტატუს კვოს აშკარა დარღვევაა, ხოლო გაეროს სამშვიდობოებზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობის აქტი.

უკანონო ოპერაციები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც კონფლიქტის  შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.

მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება და ხელს უშლის გაეროს ძალისხმევას კვიპროსის საკითხის მოგვარების გარშემო მოლაპარაკებების დადებითად წარმართვის საქმეში.”

ტერიტორიული კონფლიქტი კვიპროსელ ბერძნებსა და კვიპროსელ თურქებს შორის კუნძულზე დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტის შესვლის შემდეგ დაიწყო.

ამჟამად ამ კონფლიქტის მოგვარებაში ჩართულია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის კავშირი.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *