Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთი

კრიტი: რვა მცირეწლოვანი ბავშვი მარტო სახლში-მათ შორის სამი თვის ჩვილი

კრიტზე, ირაკლიოში ადგილობრივი პოლიცია უპრეცედენტო შემთხვევას იძიებს, რომლის მთავარი გმირიც 3 თვიდან 13 წლამდე ასაკის რვა მცირეწლოვანი ბავშვია, რომლებიც პოლიციის სწრაფი რეაგირების ჯგუფმა პარასკევს შუადღისას სახლში მარტო მყოფები აღმოაჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობლებმა ბავშვების ტირილი გაიგონეს და პოლიციას აცნობეს, რის შემდეგაც  არასრულწლოვანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის ბრალდებით 31 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც ისინი ზრდასრულის მეთვალყურეობის გარეშე დატოვა.

დამატებითი დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საქმეს პოლიცია იძიებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *