Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსით გარდაცვალების ამ წლის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საბერძნეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსით გარდაცვალების ამ წლის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის 92 წლის ქალი, რომელიც კარდიცას საავადმყოფოში დაახლოებით ათი დღის წინ, მენინგოენცეფალიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გადაიყვანეს .

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა და პაციენტი გარდაიცვალა.

თესალონიკის უნივერსიტეტის სპეციალიზებულ კვლევით  ცენტრში ჩატარებული ლაბორატორიული ტესტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის დასავლეთ ნილოსის ვირუსით იყო დაავადებული.

შესაბამისი სამსახურის ეპიდემიოლოგიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც მოიცავს მონაცემებს 7/25 დილის 11 საათამდე, სულ დაფიქსირდა დასავლეთ ნილოსის ვირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა.

ორ შემთხვევას (67 წელზე უფროსი ასაკის) აღენიშნებოდა ცნს-ის გამოვლინებები (ენცეფალიტი, მენინგიტი, ან მწვავე ფლაქსიდური დამბლა) ხოლო ერთ შემთხვევაში სიმპტომები მსუბუქი ფორმით იყო გამოვლენილი.

ნილოსის ვირუსის წლევანდელი მიმოქცევის პერიოდისთვის პირველი შემთხვევა სერესის რეგიონული ერთეულის ჰერაკლეას მუნიციპალიტეტმა დააფიქსირა.

სამი შემთხვევის გეოგრაფიული განაწილება ასეთია: ერთი სერესში, ჰერაკლეას მუნიციპალიტეტიდან, ერთი კარდიცაში და მეორე კავალაში ნესტოს მუნიციპალიტეტიდან.

სამივე შემთხვევა საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, ხოლო ერთი მათგანი ჰოსპიტალში, კლინიკის არასამედიცინო განყოფილებაში დარჩა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ჩატარებული სეროეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, დასავლეთ ნილოსის ვირუსით ინფიცირების ყოველი შემთხვევისთვის, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე შეტევით დაახლოებით 140 ადამიანია ინფიცირებული, მსუბუქი სიმპტომებით ან უსიმპტომოდ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *