Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ნეა იონია: პოლიციელების დროული რეაგირების შედეგად 26 წლის ბიჭის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა

ნეა იონია: პოლიციელების დროული რეაგირების შედეგად 26 წლის ბიჭის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა

ხუთშაბათს, 23 ოქტომბერს, პოლიციის განყოფილებაში ნეა იონიის დასახლებიდან ზარი შევიდა. მეზობლებმა პოლიციაში მას შემდეგ დარეკეს, რაც სადარბაზოს ლიფტიდან ხმაური შემოესმათ და შესასვლელში სისხლის კვალი შენიშნეს.

პოლიციელები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ. სადარბაზოს ჩხრეკისას, მეორე სართულზე ლიფტში იპოვეს სისხლის გუბეში ჩაწოლილი 26 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ყელის არეში არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

“ძალიან ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. სულ მცირე 7-8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ყელის არეში და ვერ ლაპარაკობდა.” – განაცხადა სადარბაზოს მაცხოვრებელმა.

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება თავად პოლიციელებმა გაუწიეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ათენის გენერალურ საავადმყოფოში გადაუვანეს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებულს საავადმყოფოში მიყვანისთანავე ჩაუტარდა ოპერაცია.

მიმდინარეობს გამოძიება თავდამსხმელის ვინაობის დასადგენად, თუმცა გამომძიებლები არ გამორიცხავენ თვითდაზიანების შესაძლებლობასაც. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *