Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

სასმელი წყლის მარაგის კლების პრობლემა დაუყოვნებლივ ჩარებას საჭიროებს

სასმელი წყლის მარაგის კლების პრობლემა დაუყოვნებლივ ჩარებას საჭიროებს

EYDAP-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი, ღიორღოს სტერღიუ,  წყლის დეფიციტის მოგვარების საკითხს შეეხო. 

დედაქალაქში სასმელი წყლის მარაგი ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ კი 2022 წლის ოქტომბრიდან 1100 მილიონი კუბური მეტრიდან 700 მილიონ კუბურ მეტრზე ჩამოვიდა. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წყლის მარაგის კლებასთან ერთად სასმელ წყალზე მოთხოვნა იზრდება. ამ ფენომენის მთავარი მიზეზი კი კლიმატური ცვლილებებია. სიმშრალე, ხანგრძლივი ცხელი ზაფხული და წვიმისა და თოვლის გარეშე შემოდგომა-ზამთარია. 

სასმელი წყლის ოდენობის მნიშვნელოვანი კლებისა და მასზე მოთხოვნის გაზრდის კომბინაციამ არსებულ კლიმატურ პირობებში შეიძლება ტრაგიკულ შედეგამდე მიგვიყვანოს და სასმელი წყლის მარაგი 5 წელზე ნაკლებ დროში ამოიწუროს.

აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე დაწყებულია სამუშაოები ევინუ-მორნუს წყალსაცავების მდინარეებით მომარაგებისთვის, რომლებიც ამჟამად მხოლოდ კრემასტონის ტბას ამარაგებენ. იგეგმება შესაბამისი გამოკვლევებისა და დიაგნოსტიკური ხასიათის სამუშაოების ჩატარებაც წყლის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *