Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

მსახიობ ოდისეას სტამულისის შვილი კუნძულ იკარიაზე დაიხრჩო

საზოგადოების მწუხარება გამოიწვია მსახიობ ოდისეას სტამულისის 11 წლის ვაჟის გარდაცვალებამ, რომელიც ხუთშაბათს, 10 აგვისტოს, კუნძულ იკარიაზე, სოფელ ფურნოსში მდებარე პლაკას სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს.

მსახიობი მეუღლესთან განქორწინებულია, მათი შვილი, 11 წლის ბიჭი დედასთან ერთად კუნძულზე იმყოფებოდა.

კუნძულის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, დედა მოზარდს გუშინ, ხუთშაბათს, შუადღის 14:30 საათიდან ეძებდა, 18:00 საათზე კი პოლიციაში განაცხადა, რის შემდეგაც სანაპირო დაცვამ დაიწყო გამოძიება.

როგორც ირკვევა, ბავშვმა საცურაო კოსტიუმი ჩაიცვა, ნიღაბი აიღო და პორტის მახლობლად სანაპიროზე საბანაოდ წავიდა.

დედა მას შუადღიდან ეძებდა, ის შვილის ფოტოთი სანაპიროზე დადიოდა და მის პოვნას ცდილობდა. პოლიციამ და სანაპირო დაცვამ სასწრაფოდ დაიწყეს ძებნის ოპერაცია. 20:30 საათზე ბავშვი წყალში ჩასულმა მყვინთავებმა ზღვის ზედაპირიდან ორი მეტრის ქვემოთ, ბადეებში გახლართული, უკვე გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, მაგრამ უშედეგოდ. ის სასწრაფო დახმარების მანქანით სოფლის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაცვალება დადგინდა.

გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ცხედარს დღეს ექსპერტიზის ჩასატარებლად კუნძულ სამოსზე გადაასვენებენ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *