Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ნეა ფილადელფია: 29 წლის მსხვერპლის დედამ ერითროში ინფარქტი მიიღო

ორშაბათს ღამით, ნეა ფილადელფიაში  ფეხბურთის ხორვატ და ბერძენ გულშემატკივრებს შორის მომხდარი ხულიგნური  თავდასხმის შედეგად მოკლული 29 წლის მამაკაცის დედა გულის შეტევით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

როცა დედა წითელ ჯვარში შვილის ცხედრის იდენტიფიცირებისთვის გამოიძახეს, ის შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

საავადმყოფოდან გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, აეკ-ის გარდაცვლილი გულშემატკივრის დედის კლინიკური მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და გადაწყდა, რომ საავადმყოფოდან გაეწერათ, თუმცა ის გარდაცვლილთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ვერ დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მამაკაცი ბასრი საგნით თავდასხმის შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ცოტა ხნის შემდეგ კი უკონტროლო სისხლდენით გარდაიცვალა.

შეტაკების შედეგად დაშავდა კიდევ 7 ადამიანი- 4 ხორვატი და 3 ბერძენი. ERT-ის ცნობით, დაშავებულებს შორის არის არასრულწლოვანიც, რომელსაც თავზე ქვით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *