Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

უნიკალური უძველესი ხე რომელიც აწარმოებს მარგალიტისფერ-თეთრ ზეთისხილს

თეთრი ზეთისხილი, რომელიც ცნობილია როგორც leucocarpa, ან leucolea, არის იშვიათი ჯიშის ზეთისხილის ხე, რომელიც ძირითადად გვხვდება სამხრეთ იტალიაში, რეგიონში, რომელიც ისტორიულად ცნობილია როგორც “Magna Graecia”, ანუ დიდი საბერძნეთი.

მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან თეთრი (leucos), ზეთისხილი (elaea) და ხილი (carpos), leucocarpa ან leucolea, ზეთისხილი ძირითადად ხასიათდება მისი მცირე ფორმით. დამწიფების პროცესში ნაყოფი ღებულობს ნაზ სპილოსძვლისფერ ან მარგალიტისფერ-თეთრ ფერს.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს კონკრეტული ხილი, სავარაუდოდ, პირველად შეიტანეს იტალიის სამხრეთში საბერძნეთიდან, იტალიის ნახევარკუნძულისა და სიცილიის ბერძნული კოლონიზაციის წლებში.

Magna Graecia და იტალიის ბერძნული  კოლონიზაცია

იტალიის სამხრეთში ოფიციალურად აღიარებულია ბერძნული უმცირესობის ენა გრეკო-რომელზეც კალაბრიელი ბერძნები ლაპარაკობენ. ენა რომელიც შენარჩუნებული იქნა ძველი ბერძნების მიერ სამხრეთ იტალიის კოლონიზაციის შემდეგ, ძვ.წ. მე-8 და მე-7 საუკუნეებში.

დღესდღეობით გრეკო გადაშენების ზღვარზეა და კალაბრიელი ბერძნები, ბერძნული მოსახლეობის უკანასკნელი ცოცხალი კვალი იტალიაში, რომლებიც ოდესღაც, ძველ დროში „Magna Graecia“-ს ქმნიდნენ, ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი ენა.

ისტორიულად ცნობილია, რომ ბერძნული იყო ფაქტობრივად დომინანტური ენა და  კულტურული გავლენა იტალიის დიდ ნაწილში, მათ შორის თანამედროვე კალაბრიაში, ბაზილიკატაში, პულიასა და აღმოსავლეთ სიცილიაში მე-14 საუკუნემდე.

წარმოუდგენელი თეთრი ზეთისხილი, რომელიც ცნობილია როგორც ლევკოელია ან ლევკოკარპა.

ეს უნიკალური თეთრი ზეთისხილის ხე არის ზეთისხილის უფრო ფართო ოჯახის ნაწილი, რომელიც სამეცნიერო სამყაროში ცნობილია სახელწოდებით “olea Europea”, რაც ნიშნავს “ევროპულ ზეთისხილს”.

სამხრეთ იტალია არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ეს უძველესი ზეთისხილი იწარმოება, მაგრამ ეს რეგიონი არის Leucocarpa ზეთისხილის წარმოების მთავარი ცენტრი დღესდღეობით.

მსგავსი თეთრი ზეთისხილი საბერძნეთშიც გვხვდება, მაგრამ საკმაოდ იშვიათია. ის ასევე შეიძლება შეამჩნიონ ზოგიერთ რაიონში ჩრდილოეთ აფრიკის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების გასწვრივ და დასავლეთით პორტუგალიის ატლანტის სანაპიროებამდე.

თუმცა, Leucocarpa ზეთისხილი ძირითადად ცნობილია სხვადასხვა ადგილობრივი სახელწოდებით და მისი გატანა ექსპორტზე არ ხდება ორგანიზებულად და სისტემატურად.

Leucocarpa ტრადიციულად გამოიყენებოდა გასულ საუკუნეებში ხმელთაშუა ზღვის თემებში ძირითადად რელიგიური მიზნებისთვის, რადგან მისი თეთრი ფერი სიწმინდესთან ასოცირდებოდა.

არსებობს მტკიცებულება, რომ რეგიონის ქრისტიანული ეკლესიები ამ ჯიშისგან წარმოებულ სპეციალურ ზეითუნის ზეთს იყენებდნენ იმპერატორებისა და მეფეების ზეთის საცხებლად.

სამწუხაროდ, გაურკვეველი მიზეზების გამო, ლევკოკარპა წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო ნაკლებად მრავლდებოდა და მისი ნაყოფი და ზეთები ახლა იშვიათი პროდუქტია, მაგრამ მისი დელიკატური სილამაზე ნამდვილად გასაოცარია.

ნებისმიერს, ვისაც აინტერესებს ნახოს, თუ როგორი გემოს აქვს ამ უძველეს ზეთისხილს ან მისგან დამზადებულ ზეთს, გარჯა მოუწევს, რადგან ეს პროდუქტები არ არის ხელმისაწვდომი სუპერმარკეტების უმეტესობაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *