Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი გახდა

ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი გახდა

ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, შეერთებული შტატების უმსხვილესი ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, 34 წლის ზოჰრან მამდანი.

არჩევნები 4 ნოემბერს ჩატარდა. ნიუ-იორკის მერად კენჭს იყრიდნენ რესპუბლიკელი კერტის სლივაც და ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელიც დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში ზოჰრან მამდანისთან დამარცხდა და არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა. ნიუ-იორკის ამჟამინდელმა მერმა ერიკ ადამსმა ახალი ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა.

არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ ზოჰრან მამდანი გახდება ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი.

მედიის პროგნოზით, დემოკრატებმა რესპუბლიკელები დაამარცხეს ორ გადამწყვეტ შტატშიც. ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვა დემოკრატმა ებიგეილ სპანბერგერმა, რომელმაც რესპუბლიკელი უინსომ ერლ სირსი დაამარცხა, ხოლო ნიუ-ჯერსის გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატმა მიკი შერილმა დაამარცხა რესპუბლიკელი ჯეკ ჩიატარელი. კომენტატორების დიდი ნაწილი დემოკრატების გამარჯვებას განიხილავს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკით ამომრჩევლების უკმაყოფილების დასტურად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *