Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

სირიზას ლიდერმა ალექსის ციპრამ თანამდებობა დატოვა

სირიზას ლიდერმა ალექსის ციპრამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ საბერძნეთის არჩევნებში გამანადგურებელი მარცხი განიცადა.

გასულ კვირას, არჩევნების მეორე ტურში, სირიზამ ხმების მხოლოდ 17,84 პროცენტი მოიპოვა და საბერძნეთის  სამას კაციან პარლამენტში მხოლოდ 48 დეპუტატით წარსდგა.

„აუცილებელია ახალი სირიზას გამოგონება, რომელიც გაჰყვება დროის ახალ გამოწვევებს და გაამართლებს მოლოდინებს“, – აღნიშნა მან.

ციპრამ განაცხადა, რომ ის არ იქნება ახალი პარტიის ლიდერობის კანდიდატი, მაგრამ დარჩება მისი აქტიური წევრი.

„საარჩევნო მარცხი, რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, სირიზასთვის ახალი ციკლის დასაწყისი იქნება. მე სათავეში ჩავუდექი  მემარცხენე პატარა პარტიას მხოლოდ 34 წლის ასაკში და მას შემდეგ ჩვენი ერთად განვლილი გზა ხანდახან სახიფათო, მაგრამ ასევე საინტერესო იყო”, – თქვა მან და აღნიშნა, რომ სირიზა იყო პირველი მემარცხენე პარტია ევროპაში,რომელიც მართავდა ქვეყანას და ის იყო პირველი მემარცხენე პრემიერ მინისტრი საბერძნეთში .

ალექსის ციპრას გადადგომას განცხადებებით გამოეხმაურა ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკი.

ეს იყო მოსალოდნელი გადაწყვეტილება სამი აბსოლუტური მარცხის შემდეგ, რომელიც განიცადა სირიზამ-მ და პირადად მან. სირიზა იყო პარტია, რომელიც ბოლო წლებში, როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს იდენტიფიცირებული იყო ტოქსიკურობასთან, პოლარიზმთან და არაეფექტურ მმართველობასთან.

პარტიებმა უნდა გააერთიანონ მოქალაქეები და შესთავაზონ მათ პრობლემების რეალისტური და ეფექტური გადაწყვეტილების გზები, სირიზას კი ეს გზა არასოდეს გაუვლია”- განაცხადა მან.

ალექსის ციპრა საბერძნეთის პოლიტიკური პარტიის სირიზას ლიდერია 2009 წლიდან. ის არის მეოთხე პრემიერ მინისტრი, რომელიც სათავეში ედგა 2010-იანი წლების საბერძნეთის მთავრობას სავალო ფინანსური კრიზისის დროს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *