Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ოჯახური ძალადობის მორიგი ფაქტი-სიმსივნით დაავადებულ დედას შვილი თავს დაესხა

დედა – შვილს შორის ოჯახური დაპირისპირების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.

კერძოდ, 39 წლის ბოშა მამაკაცს წუხელ სიმსივნით დაავადებულ დედაზე თავდასხმაში, მუქარასა და სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფაში ედება ბრალი.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მისი 59 წლის დედა კატეგორიულად მოითხოვდა მისი ნარკოდამოკიდებული შვილის ციხეში გაგზავნას.

როგორც ქალი აცხადებს, შვილმა  მას აგინა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მისი მიმართულებით ისროდა სხვადასხვა ნივთებს და მის თვალწინ უხამსი ქმედებებიც კი ჩაიდინა.

აქვე აღნიშნავს, რომ მისი შვილი წარსულშიც იყო ნასამართლევი მის წინააღმდეგ განხორციელებული მსგავსი ინციდენტის გამო.

თავის მხრივ საჩივარში ბრალდებული საკუთარ ნარკოდამოკიდებულაბაში  დედას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნება.

„მინდა პროგრამაში მოხვედრა და თქვენს ლმობიერებას ვითხოვ“, – უთხრა მან სასამართლოს. “მე არ ვარ მკვლელი ან კრიმინალი, რომ ციხეში წავიდე”, – თქვა მან.

სასამართლომ მამაკაცი დამნაშავედ ცნო ოჯახური ძალადობისა და სხეულის დაზიანების მცდელობაში, ასევე მუქარისა და სექსუალური უხამსობისთვის და პირობითი სასჯელი, 14 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *