Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები BMW-ებით და ოქროს როლექსებით გადაადგილდებოდნენ

ტრიპოლის უშიშროების დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ, 09:30 საათზე, ტრიპოლში აღმოაჩინეს და დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ბულგარეთიდან, რომლებიც მოქმედებდნენ არგოლიდაში, არკადიაში, ლაკონიასა და მესინიაში.

ისინი, როგორც ირკვევა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეწეოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს, ატყუებდნენ რა არასრულწლოვანებს და მოხუცებს და თაღლითური გზით ძარცვავდნენ მათ.

ისინი გადაადგილდებოდნენ ძვირადღირებული BMW მარკის ავტომანქანებით და ეკეთათ ძვირადღირებული Rolex-ის საათები, ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ იყვნენ ბიზნესმენები ან ტურისტები მაღალი ეკონომიკური კრიტერიუმებით და არა ჩვეულებრივი თაღლითები.

ძარცვის ერთ-ერთი მორიგი მცდელობის დროს ბანდის წევრები დაფარული ნომრით დაუკავშირდნენ არასრულწლოვან მსხვერპლს  როგორც პოლიციის თანამშრომლები.

თაღლითური სქემა მდგომარეობდა შემდეგში: მათ მოატყუეს მსხვერპლი როდესაც უთხრეს, რომ მისმა დედამ მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც სავარაუდოდ მოჰყვა სხვა არასრულწლოვნის სასიკვდილო დაზიანება და მუქარით, რომ მის დედას დაეკისრებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თუ ფულს არ გადაიხდიდა, დაარწმუნეს შავ ცელოფანში შეეგროვებინა სახლში არსებული ძვირფასეულობა და ბანდის ერთ-ერთი წევრისთვის (ვითომ პოლიციელისთვის) გადაეცა. აღნიშნული  ძვირფასეულობა 20 000 ევროდ იქნა შეფასებული.

საბედნიეროდ ტრიპოლის პოლიციის თანამშრომლების დროული ჩარევით დამნაშავე დააკავეს და სამკაულების გადაცემა არ განხორციელდა.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, კრიმინალური დაჯგუფების წევრები ამ გზით  ახერხებდნენ მოქალაქეების, ძირითადად ხანდაზმულების და არასრულწლოვანების მოტყუებას მნიშვნელოვანი თანხების გამოძალვით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *