Latest news
ტების ხეობა 2 დღით დაიკეტება - მძღოლებისთვის ალტერნატიული მარშრუტი ამოქმედდება საბერძნეთი: აფთიაქებმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების 30% უკვე მიიღეს პელა: 63 წლის კაცის საწყობში 12 კილოგრამზე მეტი კანაფი აღმოაჩინეს ΕΦΚΑ-სა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სავარაუდო თაღლითობის საქმეზე 11 ბრალდებული წარდგა სასამართლოს წინა... საბერძნეთი: მოსალოდნელია საჰარას მტვერი და ტალახიანი წვიმა ათენის აეროპორტში 3365 ავტომობილზე გათვლილი 7 სართულიანი პარკინგი შენდება საგადასახადო სამსახური ანნა ვისის შეამოწმებს არცერთ მშობელს ჩვენს ადგილზე ყოფნას არ ვუსურვებ - აცხადებენ 20 წლის გოგონას მშობლები სალონიკი: მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ტავერნაში შევარდა სალონიკი: MDMA-ის ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილი გოგონას საქმეზე 20 წლის ბიჭი დააკავეს
კვირა, ოქტომბერი 11, 2026
საბერძნეთიUncategorized

პელა: 63 წლის კაცის საწყობში 12 კილოგრამზე მეტი კანაფი აღმოაჩინეს

პელა: 63 წლის კაცის საწყობში 12 კილოგრამზე მეტი კანაფი აღმოაჩინეს

საბერძნეთში პელას რეგიონში პოლიციამ 63 წლის კაცი დააკავა, რომლის საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე საწყობში 12 კილოგრამზე მეტი კანაფი აღმოაჩინეს.

პოლიციის ინფორმაციით, სპეცოპერაცია შაბათს, 10 ოქტომბერს, ჩატარდა. ჩხრეკისას საწყობში იპოვეს 12 კილოგრამი და 200 გრამი დაუმუშავებელი კანაფი, რომელიც გასაშრობად თავდაყირა იყო ჩამოკიდებული. ასევე ამოღებულია 63,2 გრამი გამხმარი კანაფი და დაკავებულის პირად ნივთებში აღმოჩენილი კანაფის შემცველი ხელნაკეთი სიგარეტი.

მამაკაცი კანაფის ფლობისა და დამუშავების ბრალდებით დააკავეს. იგი უახლოეს პერიოდში იანიცას პირველი ინსტანციის პროკურატურაში უნდა წარადგინონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *