Latest news
საბერძნეთი: ახალი მატარებლები და რკინიგზის სადგურების გათანამედროვების გეგმა მჯეროდა რომ გაუფრთხილებლად წავიდა სადღაც - აცხადებს ჩინელი თარჯიმნის მეუღლე პატრა: დებმა ერთსა და იმავე დღეს იმშობიარეს საბერძნეთი: უნივერსიტეტებში სარეგისტრაციო პლატფორმა გაიხსნა მთავარ გზებზე 388 ახალი კამერა დამონტაჟდა  ძლიერი სიცხის ტალღა დასავლეთ ევროპაში - ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს რა თანხებთან არის დაკავშირებული სტუდენტებისთვის ათენში სწავლა სალონიკი: 41 წლის ქალი სუპერ მარკეტიდან პროდუქტის ქურდობისთვის დააკავეს სპეციალისტები ქარის ტურბინებისა და ხანძრის ურთიერთკავშირს გამორიცხავენ საბერძნეთი: მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი
სამშაბათი, ივლისი 7, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პატრა: დებმა ერთსა და იმავე დღეს იმშობიარეს

პატრა: დებმა ერთსა და იმავე დღეს იმშობიარეს

განსაკუთრებული იყო 2 დის გამოცდილება პატრაში, რომლებმაც ერთსა და იმავე დღეს იმშობიარეს ერთსა და იმავე სამშობიაროში. დებს ბიჭები შეეძინათ და მეან-გინეკოლოგის განცხადებით ახალშობილები ერთი და იმავე წონის, 2 კილო და 810 გრამი დაიბადნენ. 

მეან-გინეკოლოგმა ამ განსაკუთრებული გამოცდილების შესახებ პირად ფეისბუკ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა სადაც წერს:

“ორი და, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული გული, რომლებიც ცხოვრებამ კიდევ უფრო დააახლოვა იმ განსაკუთრებული გამოცდილებით, რასაც ორსულობა ჰქვია. ისინი რამდენიმე დღის სხვაობით დაფეხმძიმდნენ და ერთსა და იმავე დღეს იმშობიარეს და მოავლინეს ამ ქვეყანას ბიჭები, რომლებიც 2 კილოსა და 810 გრამს იწონიან. საქმე გვაქვს განსაკუთრებულ დამთხვევასთან, რომელიც ახლა უკვე მათ პატარა შვილებს დააკავშირებს. ვუსურვებ იყვნენ ჯანმრთელები, ბედნიერები და იღბლიანები! მადლიერები ვართ, რომ დებმა ჩვენ აგვირჩიეს  რათა დავხმარებოდით მათი ოცნების რეალობად ქცევაში.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *