Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პატრა: პოლიციამ 40 წლის მასწავლებელი დააკავა – დაკავებულს ბრალი ბავშვთა პორნოგრაფიის შეგროვება-გავრცელებაში ედება

პატრა: პოლიციამ 40 წლის მასწავლებელი დააკავა – დაკავებულს ბრალი ბავშვთა პორნოგრაფიის შეგროვება-გავრცელებაში ედება

პოლიციამ ბავშვთა პორნოგრაფიის შეგროვება-გავრცელების ბრალდებით 40 წლის მასწავლებელი დააკავა.

ტელემაუწყებელი ΕΡΤnews-ის მიერ გვარცელებული ინფორმაციის თანახმად საჩივარი პოლიციის განყოფილებაში ხუთშაბათს შუადღეს შევიდა.

საჩივარზე დაყრდნობით ბრალდებული იმავე დღის დილას მის მოსწავლესთან ერთად იმყოფებოდა საკლასო ოთახში, როცა მოსწავლეს ჩაეხუტა, თმაზე მოეფერა და მის ტელეფონში არსებული 5-დან 7 წლამდე ასაკის ბავშების შიშველი ფოტოსურათები აჩვენა.

ბრალდებულს ტელეფონში ჰქონდა როგორც ბიჭების ასევე გოგონების ფოტოსურათებიც.

15 წლის გოგონამ, როგორც კი სახლში დაბრუნდა, მაშინვე მოუყვა მის მშობლებს მომხდარის შესახებ. სწორედ გოგონას მშობლებმა შეიტანეს საჩივარი პოლიციაში.

სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარეს ჩხრეკა ბრალდებულის სახლში. ამოღებული ნივთმტკიცებები გადაცემულია პასუხისმგებელი ორგანოებისთვის. მომხდართა დაკავშირებით დეტალებს გამოძიება დაადგენს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *