Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პატრა: 15 წლის ბიჭი მამამ უმოწყალოდ სცემა

პატრა: 15 წლის ბიჭი მამამ უმოწყალოდ სცემა

სხეულის მძიმე დაზიანებებით იმყოფება 15 წლის ბიჭი საავადმყოფოში, რომელიც საკუთარმა მამამ და ბიძამ უმოწყალოდ სცემეს მას შემდეგ, რაც გამბედაობა მოიკრიბა და გამოტყდა რომ გეია.

ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილი” აცხადებს, რომ მოსახლეობამ მომხდარის შესახებ პარასკევს შეატყობინა. 15 წლის ბიჭი, უმოწყალოდ ნაცემი სოფლის მოედანზე გავიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბავშვს სახიდან სისხლი სდიოდა. 

აღნიშნულ ოჯახს ბავშვთა დაცვის ორგანიზაციამ დახმარება 2009-2012 წლებში აღმოუჩინა. 2012 წელს კი მათთან ბიჭის მშობლებზე საჩივარიც შევიდა არასრულწლოვნის მდგომარეობის უგულებელყოფის ბრალდებით.

15 წლის ბიჭი მის ოჯახთან ერთად პატრას ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *