Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პოლიტეხნიო 2023: დღეიდან საგზაო მოძრაობის რეგულაციები ამოქმედდა

პოლიტექნიკური უნივერსიტეტის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებების გამო, დღეიდან ოთხშაბათიდან (15/11),  შაბათის ჩათვლით, ათენის ცენტრში პოლიციის მიერ დროებითი საგზაო რეგულაციები ამოქმედდა.

დეტალურად, საგზაო მოძრაობის წესები შემდეგია:

გაჩერებისა და პარკირების აკრძალვა, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, რომელიც განხორციელდება ეტაპობრივად და მოძრაობის პირობებიდან გამომდინარე ოთხშაბათის 06:00 საათიდან შაბათის 06:00 საათამდე ათენის ცენტრალურ ქუჩებზე და მოედნებზე.

პარასკევს 06:00 საათიდან მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების და ქუჩებზე გაჩერების აკრძალვა 12:00 საათიდან ღონისძიებების დასრულებამდე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგზაო მოძრაობის ზემოაღნიშნული რეგულაციები ეტაპობრივად და წარმოდგენილი საგზაო პირობებიდან გამომდინარე ამოქმედდება. ასევე, ცვლილებები განხორციელდება საჯარო  სატრანსპორტო საშუალებების (ავტობუსები – ტროლეი) მარშრუტებსა და გაჩერებებზე.

ამავდროულად, ატიკას საგზაო დირექტორატი გეგმავს ზომების მიღებას ათენის ცენტრში მოძრაობის გასაადვილებლად.

და ბოლოს, პოლიცია მოუწოდებს მძღოლებს 15.11.2023 ოთხშაბათიდან 17.11.2023 პარასკევის ჩათვლით, მოერიდონ ავტომობილის მართვას და პარკირებას ღონისძიებების ზონებში,  მსვლელობის მარშრუტზე, აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე ქალაქის ცენტრში, როგორც მათი უსაფრთხოების, ასევე სატრანსპორტო მოძრაობის დამატებითი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *