Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პრიგიპო: ბავშვთა სახლის სასტუმროდ გადაკეთება იგეგმება

პრიგიპო: ბავშვთა სახლის სასტუმროდ გადაკეთება იგეგმება

მსოფსლიოს პატრიარქმა, ბართოლომე Ι-მა პრიგიპოს ბერძნული მართლმადიდებლური ბავშვთა სახლის სასტუმროდ გადაკეთების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

აღნიშნული ბავშვთა სახლი ხის მასალისგან ნაშენები შენობაა, რომელის ფართიც 20 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მარმარილოს ზღვის სანაპიროსთან სტამბოლში მდებარეობს. 

სტამბულის საპატრიარქომ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითახ შენობა უნდა აღდგეს და გადაკეთდეს ეკოტურისტულ სასტუმროდ. აღნიშნული გეგმის მიზანი კი შენობის გადარჩენა და შენარჩუნებაა.

აღნიშნული თავშესაფარი 1898 წელს აშენდა და ფუნქციონირებდა 1903 წლიდან 1964 წლის ჩათვლით.

თავშესაფარში ცხოვრობდა და სწავლობდა დაახლოვებით 5000-6000 ბავშვი.

შენობა 1964 წლიდან მიტოვებულია, რის შედეგადაც ძლიერ დაზიანდა ხის კონსტრუქცია. გამომდინარე იქიდან, რომ ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული შენობის სარესტავრაციო ხარჯები ძალიან მაღალია და სახელმწიფოსა და ეკლესიას არ აქვს საკმარისი რესურსები სამუშაოების ჩასატარებლად, სწორედ ამიტომ დაიწყო ინვესტორების მოძიების პროცესი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება. 

მსოფლიო პატრიარქი საწყის ეტაპზე ითხოვდა შენობის უნიკალურ კულტურულ და ისტორიულ ძეგლად გადაკეთებას, თუმცა დროთა განმავლობაში პოზიცია შეიცვალა, რისი მიზეზიც არაერთი მიზეზი გახდა, მათ შორის:

  • მრავალწლიანი მცდელობების მიუხედავად, ფინანსური რესურსები ვერ მოიძებნა
  • რესტავრაცია საჭიროებდა დაახლოებით ათეულობით მილიონ ევროს
  • ამიტომ აუცილებელი გახდა ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი მოდელის მოძებნა.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *