Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პტელეოს მაღნისიაში გაუჩინარებულ 49 წლის მამაკაცს ისევ ეძებენ

პტელეოს მაღნისიაში გაუჩინარებულ 49 წლის მამაკაცს ისევ ეძებენ

გაუჩინარებული მამაკაცის სახლის დასათვალიერებლად შესულ პოლიციას სურათი, რომელიც სახლში დახვდა, შემაძრწუნებელი იყო. ღია ფანჯარა, ჩართული მაგნიტოფონი, ანთებული შუქი…

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მისი ქურთუკი მის პირად ნივთებთან ერთად, მობილური ტელეფონის გარდა, ადგილობრივი ნავთობის ქარხანაში იპოვეს საყიდლებით სავსე ჩანთებთან ერთად. რაც პოლიციას აძლევს საბაბს ივარაუდოს, რომ 49 წლის მამაკაცი გაუჩინარებამდე სუპერ-მარკეტში იმყოფებოდა.

23 აპრილი იყო ბოლო დღე, როცა გაუჩინარებული ბოლოჯერ შეეხმიანა ბიძას. თვითმხილველების მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად აღნიშნული პიროვნება საკმაოდ დაბნეული იყო, როცა ის ბოლოჯერ ნახეს. ბევრი მათგანს სჯერა, რომ გაუჩინარების საფუძველი იყო თანხა, რომელიც მან უძრავი ქონების გაყიდვით მიიღო. გამომდინარე აქედან პარასკევს, 24 მაისს, დილით, მისმა ბიძებმა ადვოკატთან, ანასტასიოს დუგასთან ერთად, სარჩელი შეიტანეს გატაცებისა და სავარაუდო მკვლელობის საფუძველზე, რათა დაწყებულიყო გამოძიება და პოლიციას ჰქონოდა წვდომა გაუჩინარებული პირის საბანკო ანგარიშებსა და მობილურ ტელეფონზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *