რატომ დაემუქრა მგზავრი ავტობუსის მძღოლს იარაღით
რატომ დაემუქრა მგზავრი ავტობუსის მძღოლს იარაღით
24 ივნისს ღამით N442 ავტობუსის მძღოლს, რომელიც ნიკეა-პერამას რეისს ასრულებდა, მგზავრი იარაღით დაემუქრა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძღოლსა და მგზავრს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მგზავრმა გაჩერების ღილაკს დააჭირა, მძღოლმა კი გაჩერებაზე ავტობუსი არ გააჩერა. გაუგებრობის მიზეზი გაჩერების ნიშნის სისტემის გაუმართაობა გახდა, რადგან მძღოლს სისტემატურად სიგნალი არ მიეწოდა.
გაბრაზებულმა მგზავრმა იარაღი ამოიღო და მძღოლს დაემუქრა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძღოლმა საკმაოდ მშვიდი რეაგირება მოახდინა და გამოიძახა პოლიცია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლთა პროფკავშირების დირექტორთა საბჭოს წევრმა, ლეონიდას სკულოსმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს მძღოლებისთვის დამცავი კაბინის დამონტაჟების საჭიროებაზე.
