Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

პატრა: მოხუცებულმა შემთხვევით მანქანა მოიპარა 

პატრა: მოხუცებულმა შემთხვევით მანქანა მოიპარა 

პატრაში, კერძოდ აკტეოს სანაპიროდან დაბრუნებისას მოხუცებული სხვის ავტომანქანაში ჩაჯდა, რადგან საკუთარ მანქანაში აერია, და სახლისაკენ გაემართა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მანქანის მეპატრონენ მანქანა სანაპიროსთან ახლოს გააჩერა და გასაღები მანქანაშივე დატოვა. როდესაც სანაპიროდან დაბრუნდა იფიქრა, რომ პარკინგი აერია და ავტომანქანის ძებნა დაიწყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მანქანა მოპარეს.

დაზარალებულმა პოლიციაში დარეკა. სამართალდამცავი ორგანოების დროული მობილიზების შედეგად “მოპარული” ავტომანქანა პატრას ცენტრში იპოვეს და აღმოაჩინეს, რომ მანქანა კი არ მოიპარეს, არამედ შემთხვევით წაიყვანეს.

“მოპარულ” მანქანას ხანშიშესული კაცი მართავდა, რომელმაც პოლიციასთან საუბრისას განაცხადა, რომ სანაპიროდან დაბრუნებისას დაინახა მანქანა, რომელიც მისი ეგონა, ჩაჯდა და რადგან გასაღებიც ადგილზევე დახვდა დაძრა მანქანა და ქალაქის ცენტრისკენ გაემართა. მას წამითაც კი არ დაუშვია, რომ სხვის ავტომანქანას მართავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოხუცებული ყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც მეხსიერების პრობლემები აქვს. ის ავტომანქანის მართვისას ყოფილმა მწვრთნელმა შენიშნა, რომელმაც კარგად იცოდა მოხუცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პოლიცია გამოიძახა. 

ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა. ავტომანქანა მის მფლობელს გადასცეს, ხოლო ხანშიშესული კაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც მოგვიანებით მისმა ოჯახის წევრებმა წამოიყვანეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *