რა პრინციპით დაიაგნარიშებენ კომპანიები და დამსაქმებლები 25 მარტს მომუშავე თანამშრომლებისთვის ხელფასს
რა პრინციპით დაიაგნარიშებენ კომპანიები და დამსაქმებლები 25 მარტს მომუშავე თანამშრომლებისთვის ხელფასს
25 მარტი სავალდებულო დასვენების დღეა და აკრძალულია ყოველგვარი სამრეწველო, სახელოსნო, კომერციული თუ სხვა საქმის საქმიანობა.
აღნიშნული აკრძალვა არ ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც კვირაობით კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მუშაობენ.
ის თანამშრომელბი, რომლებიც დასვენების დღეს დასაქმდებიან, მიიღებენ დღიური ხელფასს 75%-იანი ნამატით. აღნიშნული დანამატი გამოითვლება მათი კანონიერი საათობრივი ანაზღაურების მიხედვით.
ხოლო იმ თაბამშრომლებისთვის, რომლებიც თვიურ ანაზღაურებას იღებენ, უნდა ჩარიცხონ კომპანიებმა ხელფასის 1/25-ით მეტი და 75%-იანი დანამატი იმ დღისთვის, რომელ დღესაც დასაქმდნენ.
25 მარტთან დაკავშირებული რეგულაციები გათვალისწინებულია საბერძნეთის შრომის კოდექსის 203 და 219-ე მუხლებში.
სავალდებულო დასვენების დღეების ჩამონათვალში გარდა 25 მარტისა შედის:
აღდგომის მეორე დღე, 1 მაისი, ღვთისმშობლის მიძინების დღე, 28 ოქტომბერი, შობა, შობის მეორე დღე, 1-ლი იანვარი და ნათლისღება.
