Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

როგორ გადაურჩა სირელ გოლანი ჰამასის თავდასხმას

როგორ გადაურჩა სირელ გოლანი ჰამასის თავდასხმას

სირელი და მისი პარტნიორი ადი იმ საბედისწერო ჰამასის თავდასხმის დღეს სხვა ახალგაზრდებთან ერთად მუსიკალურ ფესტივალ Nova-ზე იმყოფებოდნენ.

თავის გადასარჩენად თავიდან წყვილმა მანქანით სცადა გაქცევა, მაგრამ, როგორც ისრაელის საინფორმაციო მაუწყებელი აცხადებს, მალევე მიხვდნენ, რომ ეს უსაფრთხო საერთოდ არ იყო. სწორედ ამიტომ დაუყოვნებლივ ჩამოვიდნენ მანქანიდან და მიმდებარე ტერიტორიაზე ბუჩქის ქვეშ დაიმალნენ.

წყვილს საათობით მოუწია ბუჩქის ქვეშ ყოფნა.

რამდენიმე საათის შემდეგ სირელს და მის შეყვარებულს გამვლელებმა შესთავაზეს, რომ მათთან ერთად გაქცეულიყვნენ ავტომანქანით, თუმცა წყვილმა უარი განაცხადა და სწორადაც მოიქცნენ, რადგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მანქანაში მყოფი თერთმეტივე მგზავრი ჰამასის დაჯგუფებამ სასტიკად გამოასალმა სიცოცხლეს. 

სირელისა და ადის სიცოცხლე პოლიციელმა რემო სალმან ელ-ხოზაიელმა გადაარჩნა, რომლის ბრძანებითაც ფესტივალზე გაემართა მანქანა, რომელმაც მუსიკალური ფესტივალიდან 200 ადამიანი გადაარჩინა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *