Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

მეფე ჩარლზს ავსტრალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა

მეფე ჩარლზს ავსტრალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა

დიდი ბრიტანეთის სამეფო გვარის წარმომადგენელს, მეფე ჩარლზს ავსტრალიაში ვიზიტისას უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. ავსტრალიის პარლმანენტში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის სენატორმა აბორიგენების მიწის მითვისებაში და გენოციდში დასდო ბრალი. 

მეფე ჩარლზი ავსტრალიაში დედოფალ კამილასთან ერთად 5 დღიანი ვიზიტით იმყოფება. ორშაბათს დილით სიტყვით გამოვიდა პარლამენტში მისი პირველი მნიშვნელოვანი ვიზიტის აღსანიშნავად, როგორც მეფის, ავსტრალიაში.

თუმცა მის სიტყვით გამოსვლას მშვიდობიანად ნამდვილად არ ჩაუვლია, რადგან სიტყვის ბოლოს, როდესაც საუბარი დაიწყო მის სკოლისდროინდელ მოგონებებზე ავსტრალიაში, პანდემიისა და კლიმატური ცვლილებების გავლენაზე ავსტრალიის კონტინენტზე, ლიდია თორი, პარლამენტის დამოუკიდებელმა სენატორმა ვიქტორიიდან, მიუახლოვდა პლატფორმას და დაუყვირა:

“ეს არ არის შენი ქვეყანა! გენოციდი მოუწყე ავსტრალიელებს. დაგვიბრუნეთ რაც წაგვართვით! ჩვენი წინაპრების ძვლები, ჩვენი ჩვილები, ჩვენი ერი! გაანადგურეთ ჩვენი მიწა და არა შენი. ავსტრალია არ არის შენი სამშობლო, შენი მიწა.. შენ არ ხარ ჩემი მეფე, შენ არ ხარ ჩვენი მეფე!”

მაშინ როცა დაცვის თანამშრომლები სენატორის სხდომათა დარბაზიდან გაყვანას ცდილობდნენ მეფე ჩარლზი მშვიდად საუბრობდა ავსტრალიის პრემიერ მინისტრ, ენტონი ალბანესისთან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *