Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

კალამატა: რას ამბობს კაცი, რომელმაც მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა

კალამატა: რას ამბობს კაცი, რომელმაც მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა

“ჩხუბის პროცესში დანა წავართვი და მოვკალი” – აცხადებს 41 წლის კაცი, რომელმაც დანით 39 წლის მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

დაკავებულმა განაცხადა, რომ მეუღლესთან ხშირად ჩხუბობდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ბოლო შელაპარაკებისას დანა მისმა მეუღლემ აიღო ხელში. 

გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია ცდილობდა თუ არა ქალი დანით თავი დაეცვა განრისხებული მეუღლისგან, თუმცა შედეგი უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია. გარდაცვლილს არაერთგზის ჭრილობა აქვს მიყენებული თავისა და სხეულის არეში. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მკვლელობის შემდეგ კაცმა დანა მსხვერპლს დააჭერინა ხელში.

პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებსაც 39 წლის ქალის კივილის ხმა შემოესმათ, რომელიც შველას ითხოვდა. თუმცა პოლიციას ადგილზე მისვლისას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

ქალის ცხედარი საძინებლის იატაკზე იპოვეს, ხოლო წყვილის საერთო არასრულწლოვანი შვილები კი გვერდზე ოთახში იმყოფებოდნენ.

ამ დრომდე პრესის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული ყველაფერს გარდაცვლილს აბრალებს. აცხადებს, რომ ის მას ღალატობდა. დაკავებულმა განაცხადა, რომ როცა გაიღვიძა დაინახა, თუ როგორ ედგა თავზე დანით ხელში მისი მეუღლე: “თვალები გავახილე და დავინახე, რომ თავზე დანით ხელში მედგა. ჩხუბი დავიწყეთ, ჭიდაობისას დანა გამოვგლიჯე და მოვკალი.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *