Latest news
იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

როდოსი: გოგონას ყოფილმა შეყვარებულმა 200 ევრო მოსთხოვა – წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მამამისისთვის გაგზავნით დაემუქრა

როდოსი: გოგონას ყოფილმა შეყვარებულმა 200 ევრო მოსთხოვა – წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მამამისისთვის გაგზავნით დაემუქრა

შურისძიებისა და თანხის გამოძალვის მიზნით პორნოგრაფიული მასალის გავრცელებით დაემუქრა ყოფილი შეყვარებული გოგონას კუნძულ როდოსზე.

შეშინებულმა გოგონამ პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ სამშაბათს დილით მას ყოფილმა პარტნიორმა ფეისბუკის პირად გვერდზე შეტყობინება გაუგზავნა და 200 ევროს ოდენობის თანხა მოსთხოვა. თანხის არ გადარიცხვის შემთხვევაში კი გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მამამისისთვის გაგზავნით დაემუქრა. 

გოგონამ ყოფილ პარტნიორს თანხა გადაურიცხა. პოლიციის თანამშრომლებისთვის მიცემულ ჩვენებაში მსხვერპლმა განაცხადა, რომ მსგავს მუქარას ადგილი წარსულშიც ჰქონდა და სხვა დროსაც ჰქონდა გადაურიცხული ყოფილი პარტნიორისთვის თანხა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *