Latest news
კრეტაზე მოსწავლემ დაკარგული საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა დემოგრაფიული კრიზისი – ეროვნული მნიშვნელობის საკითხი როდოსის მოსახლეობამ ადგილობრივ საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო აპარატურა დაუფინანსა ზამბუნის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს  ევროპული პროკურატურა 87 მილიონი ევროს თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს საბერძნეთი: კვირას ძლიერი შტორმი ათენშიც არის მოსალოდნელი ყალბი ქვითრების თაღლითური სქემა – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 12,6 მილიონ ევროზე მეტია ვინ არის პირი, რომელსაც ვანგელის ზამბუნის მკვლელობაში ედება ბრალი ნოემბრის ბოლოს სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი საბერძნეთი: 114 არალეგალმა ემიგრანტმა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ქვეყანა დატოვა
კვირა, ნოემბერი 29, 2026
საბერძნეთიUncategorized

როდოსი: 10 თვის ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს

როდოსი: 10 თვის ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს

ექიმებმა ვერ შეძლეს 10 თვის ჩვილის გადარჩენა, რომელიც ჟანგბადის ნაკლებობის გამო ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით დღეს გამთენიისას გადაიყვანეს როდოსიდან ათენში.

ჩვილი ბავშვი ხუთშაბათს საღამოს მიიყვანეს როდოსის საავადმყოფოში. მშობლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბავშვს საკვები გადასცდა და სასუნთ გზებში გაეჭედა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა შეძლეს სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის ამოღება, ჟანგბადის ხანგრძლივმა უკმარისობამ მასზე მძიმე გავლენა მოახდინა. პაციენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი ათენში გადაყვანის განკარგულება გასცეს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩვილი ბავშვი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სპეც.რეისით გადაიყვანეს ათენის სპეციალიზებულ კლინიკაში. თუმცა მიუხედავად უწყვეტი მცდელობებისდა ჩვილი ბავშვი გამთენიის 4:30 საათზე გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *