Latest news
საბერძნეთის მოქალაქეები ქვეყნის საზღვრებთან ახლოს მდებარე რეგიონებში დასახლებისთვის 10 000 ევროს დახ... სალონიკი: სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 წლის მოსწავლის წინააღმდეგ, რომელმაც თანაკლასელი სცემა კალითეა: 17 ოქტომბერს ძღოლებისთვის მოძრაობა დროებით შეიზღუდება კიმბერლი გილფოილი: აშშ-ს ელჩის 11 თვიანი და 10 დღიანი მისიის დასასრული უამინდობის გამო როდოსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საბერძეთი: სკოლებში უფასო კვების პროგრამა განახლდა საბერძნეთი: უფასო მამოგრაფიის პროგრამა განახლდა სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილი კვიპროსელი სტუდენტის მამამ სასამართლოზე ჩვენება მისცა ნიკოს კარველას: ვისის სანაცნობო წრე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს საბერძნეთი: ამინდი საგრძნობლად გაუარესდება
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

Marfin-ის საქმესთან დაკავშირებული ორი ბრალდებული სასამართლოში გადაიყვანეს

Marfin-ის საქმესთან დაკავშირებული ორი ბრალდებული სასამართლოში გადაიყვანეს

10 ივლისს საღამოს Marfin-ის საქმეში ბრალდებული 2 პირი სასამართლოში გადაიყვანეს. ბრალდებულები შეიარაღებული დაცვის თანხლებით მიიყვანეს სასამართლოს შენობაში საღამოს 5 საათის შემდეგ. ბრალდებულთაგან ერთ-ერთს სახე დაფარული ჰქონდა, ხოლო მეორემ სრულიად ნეიტრალური სახით გაიარა გზა ავტომანქანიდან სასამართლოს შენობამდე ისე, თითქოს არ აწუხებდა მისკენ მიმართული ხალხის მზერა.

ბრალდებულები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს საბედისწერო ხანძრიდან 16 წლის შემდეგ. საქმე ეხება Marfin-ის ბანკის სტადიუს ქუჩაზე მდებარე ფილიალში გაჩენილ ხანძარს, რომელმაც 3 ბანკის თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბრალდებულები პოლიციამ კიფსელიდან და ხალანდრიდან აიყვანა პროკურორის მიერ გაცემული შესაბამისი განკარგულების შემდეგ. ამ დრომდე იძებნება კიდევ ერთი ბრალდებული, 46 წლის ქალი, რომლის დასაკავებლადაც საერთაშორისო ორდერია გაცემული და რომელიც სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ბრიტანეთში იმყოფება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *