საბერძნეთის კაშკაშა კუნძული მილოსი
მილოსი განსაცვიფრებელი, ვულკანური წარმოშობის ბერძნული კუნძულია, რომელიც წრიული კუნძულების ჯგუფში ყველაზე სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
მისი ვულკანური წარმოშობის გამო მილოსს აქვს მომხიბლავი ფერადი ლანდშაფტი რბილი ქვიშიანი პლაჟებით, წყალქვეშა ზღვის გამოქვაბულებით, მოწითალო კლდეებით და 75-ზე მეტი ეგზოტიკური პლაჟით.
კუნძული გამორჩეულია თავისი დიდებული აურით, თვალწარმტაცი თევზსაჭერი სოფლებით, მდიდარი ისტორიით და უგემრიელესი საკვებით.
მისი მრავალფეროვანი პეიზაჟები სიურეალისტურია: აქ თქვენ ყოველთვის აღმოაჩენთ რაღაც ახალს.
მილოსის ვენერას ქანდაკება, რომელიც აღმოაჩინეს კუნძულზე, მაგრამ ამჟამად გამოფენილია პარიზის ლუვრის მუზეუმში, კლეფტიკოსა და სარაკინიკოს პლაჟის ულამაზესი თეთრი კლდის წარმონაქმნები, ასევე ფერადოვანი სოფელი კლიმა და პლაკას მზის ჩასვლა. მილოსის სილამაზე უნიკალურია და მრავალი კუთხით არის წარმოდგენილი.
სარაკინიკოს სანაპირო

სარაკინიკო ყველაზე ცნობილი სანაპიროა კუნძულ მილოსზე. ვულკანური ქანების პეიზაჟი და ზღვის ღრმა ლურჯი ფერი სასიამოვნო კონტრასტს და დაუჯერებელ, არარეალურ სილამაზეს ქმნის.
ციგრადოს სანაპირო

ციგრადო განმარტოებული პლაჟია და ნამდვილი სამოთხე სიმყუდროვის მოყვარულთათვის. თეთრი ქვიშა, სიურეალისტური წყლები, კლდეები და გამოქვაბულები მას ასევე შესანიშნავ ადგილად აქცევს სნორკინგისთვის. სანაპირომდე მისასვლელად ერთადერთი გზა თოკის კიბით კლდიდან დაშვებაა, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა შიში გამოიწვიოს, დანიშნულების ადგილი გარისკვად ღირს რათა აუცილებლად ნახოთ ეს უნიკალური პეიზაჟი.
კლეფტიკოს სანაპირო

კლეფტიკო კუნძულის ასევე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია. კლეფტიკოს სანაპიროზე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ნავებით ადამასიდან.
პაპაფრაგას სანაპირო

პაპაფრაგას პეიზაჟი კიდევ ერთი შთამბეჭდავი ადგილია კუნძულზე. აქ არის ღრმა, ბნელი ზღვის გამოქვაბულები და კრისტალური წყლები, რომლებიც ფერს იცვლის სინათლისა და ამინდის მიხედვით. კლდის ზემოდან ის უზარმაზარ ბუნებრივ საცურაო აუზს ჰგავს- კლდის ნაპირზე გამოკვეთილ უზარმაზარ გამოქვაბულს. 
კუნძულ მილოსზე ერთ-ერთი ყველაზე სახალისო აქტივობა ნავით გასეირნება, რომელიც მიგიყვანთ კუნძულის იმ პლაჟებზე, რომლებთან მიახლოებაც სხვა გზით შეუძლებელია.
ამ მიუვალ და მომხიბვლელ პლაჟებამდე მისასვლელად შედგენილია ტურისტული ტურები, რომელშიც ასევე შედის საკვები, სასმელი და ისტორიები, მოთხრობილი მეკობრეების შესახებ, რომლებსაც თავიანთი სამალავები ჰქონდათ მილოსზე. მათი არსებობის კვალი გვხვდება კლეფტიკოსა და სარაკინიკოში.

ნავით ტურებს თითქმის მთელი დღე სჭირდება და ეს არის ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად ღირს კუნძულზე, რადგან თქვენ ხედავთ საუკეთესო პეიზაჟებს და და ასევე ეცნობით მის ისტორიას.
ასევე შეგიძლიათ თქვენი არდადეგები გაახალისოთ საზღვაო კაიაკით ერთდღიანი მოგზაურობით! ეს ერთდღიანი მოგზაურობები ერთ-ერთი ყველაზე სახალისო აქტივობაა კუნძულზე.
სოფელი მანდრაკია

კუნძულზე აუცილებლად უნდა ნახოთ სოფელი მანდრაკია- ფერადი და მომხიბვლელი პატარა მეთევზეთა სოფელი ზღვის პირას, სადაც ძველი მილოსის ძველი პორტი იყო.
ამ პატარა სოფელს განსაკუთრებულს ხდის მისი გამოქვაბულის მსგავსი სტრუქტურები (სირმატა), რომლებიც ნავების შესანახად გამოიყენება.
სოფელი კლიმა

მილოსის ყველაზე ტრადიციულ და თვალწარმტაც სოფლებს შორის არის კლიმა-ასევე მეთევზეთა სოფელი, რომელიც გარშემორტყმულია მეთევზეთა ფერადი სახლებითა და მაღაზიებით სანაპიროზე.
პლაკა

პლაკა კუნძულ მილოსის დედაქალაქია. ის მდებარეობს პორტის ზემოთ ბორცვზე და გთავაზობთ ზღვისა და ციკლადური არქიტექტურის ბრწყინვალე ხედს ქვითკირის სახლებით, ყვავილებით სავსე აივნებით, ფერადი კარებითა და ფანჯრებით. ამ მშვენიერ სოფელში ასევე შეგიძლიათ ნახოთ არქეოლოგიური და ხალხური მუზეუმები, ასევე ძველი ეკლესიები.
ვენეციური ციხე პლაკაზე
მე-13 საუკუნეში წინასწარმეტყველ ელიას ბორცვზე აგებული მილოსის ვენეციური ციხე მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. იმ დროს ციხე გამოიყენებოდა მოქალაქეების დასაცავად მეკობრეების თავდასხმებისგან.
დღეს ის სტუმრებს სთავაზობს განსაკუთრებული სილამაზის ხედს კუნძულის ყურეში და მზის ჩასვლის თვალწარმტაც სანახაობას. ციხეზე ასვლა ასევე მოგცემთ შესაძლებლობას მოინახულოთ პანაგია თალასიტრას ეკლესია.
მილოსის კატაკომბები

მილოსის კატაკომბები მსოფლიოში აღმოჩენილ 74 კატაკომბიდან სამ ყველაზე მნიშვნელოვანს შორისაა, წმინდა მიწისა და რომის კატაკომბებთან ერთად და თარიღდება 1-დან მე-5 საუკუნემდე. არსებობს ვარაუდი, რომ მილოსის კატაკომბები უფრო ძველია, ვიდრე რომის კატაკომბები.
მილოსი ტრადიციულად წყვილებისთვის განკუთვნილი კუნძულია. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული ყველას მაპინძლობს, ის ძირითადად პოპულარულია, როგორც კუნძული წყვილებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ იპოვონ იდეალური გარემო თავიანთი რომანტიული არდადეგებისთვის ბუნებრივ ლანდშაფტში.
ზურმუხტისფერი პლაჟები, კატაკომბები და მეკობრეების ისტორიებით სავსე გამოქვაბულები თითქმის ყველა მნახველს იპყრობს.
