Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

საბერძნეთის მეტროსადგურის ხაზების გაფართოება იგეგმება

საბერძნეთის მეტროსადგურის ხაზების გაფართოება იგეგმება

ათენის მეტროს გაფართოვებისთვის გრძელდება კვლევები და ტენდერები, რათა დედაქალაქის უფრო მეტ უბანში გაიყვანონ მეტროს ხაზები, რომლებიც ათენის მოსახლეობას გაუადვილებს ქალაქის ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გადაადგილება საცობების გარეშე. 

მეტროს ახალი მე-4 ხაზისთვის გეგმის განსახორციელებლად 1,2 მილიარდი ევროა გამოყოფილი.

გარდა ახალი ხაზისა იგეგმება მეორე ხაზის გაფართოება 4 კილომეტრით. შესაბამისად მე-2 ხაზს 3 გაჩერება დაემატება: პალატიანი, ილიონი და აგიოს ნიკოლაოსი.

მეტროს მეორე ხაზი ელენიკოს სადგურიდან გაფართოვდება გლიფადამდეც. 

ამავე პროექტში ჩართულია ელეონას მატარებლის სადგურის გაფართოება და მოდერნიზაცია, ასევე მიწისქვეშა პარკინგის ადგილის მშენებლობა.

დამატებითი სადგურების გამართულად მუშაობისთვის საჭიროა კონკრეტულ სისტემებში ცვლილებები, ახალი აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სინდაღმას ცენტრალური სადგურის საკონტროლო ცენტრში, ასევე ადგილობრივ სადგურებზე, ჭაბურღილებზე და ა.შ.

მეტროსადგურის ხაზის გაფართოების სამუშაოები 2026 წლიდან დაიწყება და მოსახლეობა ახალი სადგურებით სარგებლობას 2031 წლიდან შეძლებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *