Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

სალონიკი: მატარებელი მემანქანის გარეშე – რა ეღირება მეტროს ბილეთები

სალონიკი: მატარებელი მემანქანის გარეშე – რა ეღირება მეტროს ბილეთები

დიდი ხნის ნანატრი სალონიკის მეტროს პროექტი საბოლოოდ დასასრულს მიუახლოვდა და რამდენიმე სატესტო გასვლაღაა დარჩენილი სანამ სალონიკის მოსახლეობა მეტროს ახალი ხაზებით სარგებლობას შეძლებს. 

სატრანსპორტო საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას ჰპირდება შემცირებულ საცობებს, სწრაფ, კომფორტულ და ეკოლოგიურ გადაადგილებას.

მეტროსადგური მუშაობას 30 ნოემბრიდან შეუდგება და ბილეთის ფასი 1 ევროზე ნაკლები იქნება. 

მეტრო 13 სადგურისგან შედგება და ქალაქის ძირითად წერტილებს ერთმანეთთან აკავშირებს. ივარაუდება, რომ მეტრო ყოველდღიურად 254 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურება. 

იხილეთ სადგურების ჩამონათვალი:

  • ნეოს სიდიროდრომიკოს სტათმოს
  • დიმოკრატიას
  • ვენიზელუ
  • აგიას სოფიას
  • სინტრივანი
  • პანეპისტიმიო
  • პაპაფი
  • ევკლიდის
  • ფლემინგ
  • ანალიფსი
  • 25 მარტიუ
  • ვულღარი
  • ნეა ელვეტია
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *