Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთი

ტრაგედია ხალანდრში: კერძო სკოლის მოსწავლემ თავი მოიკლა

ენით აღუწერელი ტრაგედია მოხდა პარასკევს (12/5) ხალანდრის ერთ-ერთ  კერძო სკოლაში , სადაც 14 წლის მოსწავლემ თავი მოიკლა .

შემთხვევა შუადღისას მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი  უცხოელი დიპლომატების ქალიშვილია და სიცოცხლე სკოლის მე-4 სართულიდან გადახტომით დაასრულა.

დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი თუმცა, როგორც კი მაშველები სკოლაში მივიდნენ, მყისიერი გარდაცვალება დაადასტურეს .

შოკში ჩავარდნილმა მასწავლებლებმა დანარჩენი მოსწავლეები საკლასო ოთახებში შეიყვანეს, რათა მათ ეს საშინელი სანახაობა არ დაენახათ და ცოტა ხნის შემდეგ მშობლებს შვილების სკოლიდან წასაყვანად მიმართეს.

ჯერჯერობით უცნობია,  თუ რა გახდა მოსწავლის თვითმკვლელობის მიზეზი, ამ დროისთვის აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *