Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ეროვნული გამოცდების დაწყებამდე უკუთვლა დაიწყო

საბერძნეთი: ეროვნული გამოცდების დაწყებამდე უკუთვლა დაიწყო

საბერძნეთში 2026 წლის ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. 

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გამოცდები მომავალ კვირაში დაიწყება და ათასობით მოსწავლე შეეცდება საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული 68 788 ადგილის დაკავებას.

პირველი გამოცდა ახალ ბერძნულ ენასა და ლიტერატურაში ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმების  მოსწავლეებისთვის 29 მაისს ჩატარდება. 

პროფესიული ლიცეუმების (ΕΠΑΛ) მოსწავლეები კი 30 მაისს ჩააბარებენ ახალბერძნულ ენას.

განათლების სპეციალისტებმა აბიტურიენტებს რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მისცეს. მათი თქმით, მოსწავლეებმა გამოცდის წინ ზედმეტი სტრესისა და რთულ თემებზე კონცენტრაციისგან თავი უნდა შეიკავონ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ დავალებების სწორად წაკითხვას, რადგან მცირე დეტალმაც კი შესაძლოა საგამოცდო თემის მნიშვნელობა შეცვალოს.

ასევე რეკომენდებულია, რომ მოსწავლეებმა მუშაობა შედარებით მარტივი დავალებებით დაიწყონ, რათა დრო სწორად გადაანაწილონ და ნერვიულობა შეამცირონ. მნიშვნელოვანია სუფთა და გასაგები ხელწერაც, რადგან მოწესრიგებული ნაშრომი დადებით შთაბეჭდილებას ქმნის.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეროვნული გამოცდები ცხოვრების მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია და ადამიანის ღირებულებას სრულად არ განსაზღვრავს, სწორედ ამიტომ აუცილებელია მოსწავლეებმა სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნონ.

ეროვნული გამოცდები დილის 08:30 საათზე დაიწყება, თუმცა მოსწავლეები საგამოცდო ოთახებში 08:00 საათამდე უნდა გამოცხადდნენ. თითოეული გამოცდის ხანგრძლივობა სამი საათია.

აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ:

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
  • საგამოცდო ბარათი;
  • ლურჯი ან შავი კალამი;
  • საჭიროების შემთხვევაში გეომეტრიული ინსტრუმენტები;
  • წყალი ან წვენი;
  • ჩვეულებრივი მაჯის საათი (smartwatch აკრძალულია).

აკრძალულია მობილური ტელეფონების, წიგნების, ჩანაწერების, კალკულატორებისა და ნებისმიერი საკომუნიკაციო მოწყობილობის შეტანა.

ძირითადი საგნების გამოცდები 8 ივნისს დასრულდება. სპეციალური საგნების გამოცდები 16–25 ივნისს გაიმართება, ხოლო სპორტის ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებისთვის პრაქტიკული და სამედიცინო ტესტები 15–26 ივნისს ჩატარდება.

ამავე პერიოდში საბერძნეთის სკოლებში სასწავლო წელიც სრულდება. გიმნაზიებში ბოლო ზარი 27 მაისს დაირეკება, ხოლო სასკოლო გამოცდები ივნისის პირველ ნახევარში ჩატარდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *