Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: მორიგი “ვენდეტა” ბოშებს შორის და მსხვერპლი 8 წლის ბავშვი

ატიკას ზეფირის ბანაკში ბოშებს შორის მომხდარი მორიგი დაპირისპირება და სროლა ტრაგიკულად დასრულდა, გარდაიცვალა 8 წლის ბავშვი, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა.

ტრაგედია შაბათს შუადღისას, (14/10) მარინუ ანტიპას ქუჩაზე მოხდა.

ტრაგიკულ ინციდენტში მონაწილე ორ ოჯახს შორის დღემდე გაურკვეველი მიზეზით წარსულში მომხდარი იყო დაპირისპირება, რის შედეგადაც დაპირისპირებულთაგან ერთმა ოჯახმა ბანაკი დატოვა.

თუმცა დღეისათვის ის უკან დაბრუნდა, რაც შენიშნა მეორე ოჯახმა, რომლის წევრებიც პირველის სახლს მიუახლოვდნენ და სროლა დაიწყეს.

სროლის დროს ბრმა ტყვია სახლს გარეთ მყოფ 8 წლის ბავშვს მოხვდა, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მისი გარდაცვალება დადგინდა. მომხდარის გამო აღშფოთებული მისი ახლობლები საავადმყოფოსთან შეკრიბნენ.

ვარაუდობენ, რომ 8 წლის ბავშვის დედამ დაინახა თუ უშუალოდ  ვისი ნასროლი ტყვია მოხვდა მის შვილს და დაასახელა დამნაშავე  პოლიციაში, რომელიც ტრაგიკულ შემთხვევას იძიებს.

დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად პოლიციის ძალები იმყოფებიან როგორც ზეფირში, ასევე ბავშვთა საავადმყოფოში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *