Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ხანია: ჩვილები “შეკვეთით” – 100-ზე მეტ ფინანსური პრობლემების მქონე ქალს სუროგატ დედებად იყენებდნენ

კრიტზე, ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა სულ მცირე, 30 ორსული ქალი “გამოიყვანეს” სახლებიდან.

გავრცელებული ცნობით ესენი არიან ქალები მოლდოვადან, უკრაინიდან, საქართველოდან, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან.

ქალები, რომელთაც სოფლებში საცხოვრებელი ადგილიც კი არ ჰქონდათ და რომლებსაც პოლიციის ცნობით ჩვილებით უკანონოდ ვაჭრობაში ჩართული ექიმები და დამნაშავეთა ჯგუფი იყენებდნენ როგორც კვერცხუჯრედის დონორს და შემდეგ როგორც სუროგატ დედებს.

ქალები  მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და მხოლოდ სუპერმარკეტებში და სამედიცინო გამოკვლევებზე გასვლის უფლებას აძლევდნენ ცნობილ რეპროდუქციის ცენტრში.

როგორც მიმდინარე გამოძიების პროცესში ირკვევა, დამნაშავეთა  რგოლმა სავარაუდოდ გამოიყენა 100-ზე მეტი ქალი, რომელთა საერთო მახასიათებელი მათი სიღარიბე იყო.

ყოველთვიური შემოსავალი 600 ევრო,რომელიც მათ ეძლეოდათ იმ დროისთვის, სანამ ისინი რჩებოდნენ კრიტზე სუროგაციის პროცესისთვის, მათ მშობლიურ ქვეყანაში თითქმის ნახევარი წლის შემოსავალი იყო. ხშირ შემთხვევაში ამ ქალების ოჯახებმა აბსოლუტურად არაფერი იცოდნენ.

პოლიციის თანახმად კრიმინალურმა წრემ  შექმნა საკუთარი მექანიზმი საბერძნეთში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შესაფერისი კანდიდატი სუროგატი დედების გამოსავლენად.

სუროგაციის პროგრამა 70 000-დან 120 000 ევრომდე ღირდა (პაკეტი), თუმცა გამოძიებიდან ირკვევა, რომ სუროგაციის ცენტრისთვის  მიმართული წყვილების მოტყუების 350-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ბევრი ქალისთვის ეს პროცედურა იყო ტყუილი დაპირება,მაგრამ მათ ეუბნებოდნენ რომ რაც დაგეგმილი იყო, ნორმალურად კეთდებოდა შესაბამისი ანაზღაურების გადახდით.

ყველა ის ქალი, რომელიც ამჟამად ორსულია, როგორც რგოლის მოქმედებების ნაწილი, მოსალოდნელია, რომ კლასიფიცირებული იყოს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლად, რათა მიიღონ შესაბამისი დაცვა როგორც შრომითი ექსპლუატაციის, ასევე კვერცხუჯრედების ექსპლუატაციის თვალსაზრისით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *