Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა

საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა

საბერძნეთში 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლების ბუფეტებისთვის კვების ახალი, უფრო მკაცრი წესები ამოქმედდა. აღნიშული ცვლილებების გატარების მიზანია მოსწავლეებისთვის ჯანსაღი კვების ხელშეწყობა და ბავშვთა ჭარბწონიანობის პრევენცია.

ფასები არ იცვლება, თუმცა რამდენიმე პროდუქტის პორცია მცირდება. მაგალითად, ყველიანი ღვეზელის ფასი კვლავ 1,30 ევროა, მაგრამ მისი მაქსიმალური წონა 140-დან 100 გრამამდე მცირდება. კულურის ფასი 0,60 ევრო რჩება, წონა კი 95-დან მაქსიმუმ 80 გრამამდე მცირდება.

ბუფეტებში აიკრძალა ძეხვეული და გადამუშავებული ხორცპროდუქტები, მათ შორის ლორი, ბეკონი, სოსისი, შნიცელი და ქათმის ნაგეთსი. ასევე აღარ გაიყიდება დონატები, კრუასანები, ჩიფსები, შოკოლადი, ნაყინი, საღეჭი რეზინი, კანფეტები და ენერგეტიკული სასმელები. გაზიანი სასმელების გაყიდვაც სრულად იკრძალება. ყავა მხოლოდ სკოლის პერსონალისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მოსწავლეებს რეკომენდებულია ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მთლიანი მარცვლეულის პურით მომზადებული სენდვიჩები, ხილი, იოგურტი, კეფირი, სალათები, მთლიანი მარცვლეულის კრეკერები და უშაქრო სმუზი.

ახალი რეგულაციები საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული პროგრამის ნაწილია, რომლის მიზანიც სკოლებში ჯანსაღი კვების გარემოს შექმნა და ბავშვთა სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლაა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *