Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

პატიმრობა შეეფარდა 34 წლის ქალს, რომელმაც ჩვილი ნაგავში გადააგდო

პატიმრობა შეეფარდა 34 წლის ქალს, რომელმაც ჩვილი ნაგავში გადააგდო

სამშაბათს, 20 მაისს, გაიცა 34 წლის ქალისთვის პატიმრობის შეფარდების ბრძანება, რომელმაც ნეა ალიკარნასოში ჩვილი ბავშვი ნაგავში გადააგდო.

creta24.gr – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 34 წლის ქალი ამ დრომდე გადის მკურნალობას ირაკლიოს საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო ჩვილი კი ახალშობილთა განყოფილებაშია განთავსებული. ექიმები აცხადებენ, რომ ბავშვი ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადვოკატმა 34 წლის ქალის ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმება მოითხოვა და იქვე დასძინა, რომ მისი კლიენტი პატიებას ითხოვს, რადგან არ იცოდა რას აკეთებდა.

“აღელვებულია და სრულ პანიკაშია. ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.” – აცხადებს ღიორღოს კარუცოსი, დაკავებულის ადვოკატი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *