სალონიკი: არასრულწლოვანს მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი
სალონიკი: არასრულწლოვანს მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი
სალონიკის ცენტრში, ოთხშაბათს საღამოს, 21 წლის ახალგაზრდა დანით დაჭრეს. შემთხვევა ფილიპუს ქუჩაზე, რომაული აღორას მოპირდაპირედ მოხდა.
პოლიციამ 16 წლის მოზარდი დააკავა, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანი ეგვიპტის მოქალაქეა, ხოლო დაჭრილი ახალგაზრდა სირიიდან არის.
21 წლის ახალგაზრდას დანით ჭრილობები მუცლისა და დუნდულოს არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სალონიკის ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამჟამად მკურნალობს. ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ მოზარდი შემთხვევიდან მალევე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავა. ჩხრეკისას მის მფლობელობაში აღმოაჩინეს და ამოიღეს კანაფის ოთხი თვითნაკეთი შეფუთვა, საერთო წონით 3,3 გრამი.
