Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

სალონიკი: ხუთი თვით პატიმრობა მიესაჯა დედას, რომელმაც ქალიშვილს სცემა, რადგან გოგონას ღამე შეყვარებულთან ერთად გასვლა სურდა

სასამართლომ ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა  42 წლის დედას, რომელმაც თორმეტი წლის ქალიშვილს სცემა იმის გამო, რომ გოგონამ  ღამე შეყვარებულთან გასვლის  სურვილი გამოთქვა.

ინციდენტი გასულ ხუთშაბათს დასავლეთ სალონიკში, ღამით მოხდა, სახლში, სადაც ოჯახი ცხოვრობს.

არასრულწლოვნის ჩვენების  მიხედვით, დაპირისპირება დედას და შვილს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც 12 წლის გოგონამ თქვა, რომ შეყვარებულთან ერთად ღამით გასვლა სურდა, რაზეც დედას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და შვილს გარეთ გასვლა აუკრძალა. შემდეგ, როგორც გოგონა აღწერს, მდგომარეობიდან გამოსულმა ქალმა შვილს სახეში ხელი გაარტყა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია.

როგორც არასრულწლოვანმა პოლიციასთან განაცხადა, ჩხუბის შემდეგ დედამ ის სახლიდან გააძევა და მან ავტოსტოპით გაქცევა სცადა. ქალბატონი, რომელმაც ქუჩაში მარტო მიმავალი გოგონა შენიშნა მიუახლოვდა და დახმარება შესთავაზა, ამასთანავე აცნობა სასწრაფო მოქმედების ცენტრს.

დედამ, წარმოშობით უკრაინიდან, რომელიც ოჯახთან ერთად საბერძნეთში ომისგან თავის დასაღწევად ჩავიდა, დაკითხვის დროს აღიარა, რომ შვილს დაარტყა, მაგრამ არა ისე ძლიერად, როგორც მისი ქალიშვილი აღწერდა.

„მესმის, რომ მასზე ხელი არ უნდა ამეწია. 12 წლისაა და ძალიან გვიან უნდოდა შეყვარებულთან გასვლა, მაგრამ მე დედა ვარ, როგორ გავუშვა ასე გვიან გარეთ? განერვიულებულმა  დავარტყი ლოყაზე” – თქვა მან.

42 წლის  ქალმა უარყო, რომ ქალიშვილს მობილური ტელეფონი დაუმტვრია და სახლიდან გააძევა და ამტკიცებდა, რომ ბავშვი თვითნებურად, გაუაზრებლად გაიქცა სახლიდან.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *