Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სასამართლომ ომონიის პოლიციის განყოფილებაში 19 წლის გოგონას გაუპატიურების საქმის განხილვა დაიწყო 

სასამართლომ ომონიის პოლიციის განყოფილებაში 19 წლის გოგონას გაუპატიურების საქმის განხილვა დაიწყო 

სამი პოლიციელიდან ორმა, რომლებსაც ბრალი ედებათ ომონიის პოლიციის განყოფილების გასახდელში 2022 წლის ოქტომბერში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 19 წლის გოგოს გაუპატიურებაში, დღეს შერეულ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში განაცხადა, რომ გოგონასთან სექსუალური კავშირი მისი თანხმობით დაამყარეს.

კერძოდ სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა წაყენებული ბრალდება უარყვეს, ხოლო მესამე ბრალდებულმა კი განაცხადა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა თუ მისი უფროსები სექსუალურ კავშირს დაამყარებდნენ გოგონასთან და რომ სცოდნოდა არასდროს მისცემდა უფლებას მათ გოგონაზე ძალადობის უფლებას და უფრო მეტიც დააკავებდა კიდეც. 

“დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს ისე არ მოვიქცეოდი როგორც იმ დღეს. სექსუალური კავშირი რომ თანხმობით მოხდა ამაზე პირველ ჩვენებაშიც ვისაუბრე. თუმცა ეს ქმედება არ იყო შესაფერისი არც ჩემთვის, არც იმ უწყებისთვის, რომელსაც ვემსახურები და რათქმაუნდა არც ჩემი ოჯახსითვის. შეცდომა დავუშვი და ეს ვაღიარე პირველივე დაკითხვის დროს. თისიოზე ვიმყოფებოდით როცა მოგვიახლოვდა და სამსახურთან დაკავშირებით რაღაც გვკითხა. გვითხრა რომ არ აზღვევდა დამსაქმებელი და საჩივრის შემოტანა სურდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ პოლიციის განყოფილებაში გადავამისამართეთ რომ დაწვრილებითი ინფორმაცია მიეღო ამ საკითხთან დაკავშირებით. როდესაც გვკითხა სად იყო უახლოესი განყოფილება ჩვენ ომონიის განყოფილების კოორდინატები მივეცით. შემდეგ საუბარი მეგობრულად გავაგრძელეთ და ინსტაგრამზე გამოვიწერეთ ერთმანეთი.” – აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებული.

მოსამართლის მიერ დასმულ კითხვაზე თუ რამდენად ხშირად ამატებენ ინსტაგრამზე პოლიციელები ადმაიანებს, რომლებიც საჩივრის შეტანის სურვილით მიმართავენ ბრალდებულმა უპასუხა: 

“არ არის ჩვეული პრაქტიკა, მე თან ურთიერთობაში ვარ სხვასთან. უბრალოდ მეგობრულად მოგვიდგა და ეს მომეწონა. როდესაც განყოფილებაში შევხვდით მან თავად გვთხოვა მორიგე ოფიცერთან გავყოლოდით, რომ საჩივარი დაეწერა. როდესაც ლიფტს მივუახლოვდით გვითხრა რომ ნანობდა და გადაიფიქრა საჩივრის შეტანა. შემდეგ გვკითხა თუ რა იყო მოპირდაპირე კარს მიღმა, სადაც გასახდელია და იქვე მიმითითა, რომ ფორმიანი კაცები მოსწონს და ღიაა ახალი გამოცდილებებისთვის, ხოლო საჩვარი იყო მიზეზი, რომ ჩვენთან კონტაქტი დაემყარებინა. შემდეგ დამიჭირა და მაკოცა, აქამდე არცერთ გოგოს უკოცნია ჩემთვის და დავიბენი, თან მოვიხიბლე და სწორედ ასე გადაიზარდა ყველაფერი კოცნიდან სექსუალური კავშირის დამყარებაში.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *