Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისამართალი

სასწავლო დაწესებულება… საროსკიპოში

სასწავლო დაწესებულება… საროსკიპოში

მათი მიზანი 120 000 ევროზე მეტი უკანონო ფინანსური სარგებლის მიღება იყო. სამართალდამცავებმა სამი დამნაშავე – ორი ქალი და ერთი მამაკაცი გამოააშკარავეს.

სალონიკში ჩატარებული პროკურატურის გამოძიების თანახმად აღმოჩნდა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით… საროსკიპო ფუნქციონირებდა.  ,,მოხერხებულმა“ დამნაშავეებმა  ურბანული, არაკომერციული კომპანია (AMKE) დააარსეს, რომლის მიზანიც სტუდენტების მიზიდვა იყო.

ეს კონკრეტული კომპანია 2022 წლის სექტემბერში, ქალაქ  კავალაში დაარსდა და საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით ფუნქციონირებდა, თუმცა კომპანია, პროკურატურის  ყურადღების ცენტრში, განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი საბრალდებო დასკვნის შემდეგ მოექცა.

სასწავლო დაწესებულებად მონათლული საროსკიპო კანონიერი წარმომადგენელ – ადმინისტრატორის, 67 წლის ხაზინადარისა და 56 წლის პრეზიდენტთის ხელმძღვანელობით მოქმედებდა.

თაღლითების კომპანიამ  სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორების პერსონალური მონაცემები გამოიყენა, რომლებიც სავარაუდოდ, საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობენ და მათი მონაცემების საფუძველზე, კომპანიის „სამეცნიერო განათლების კომიტეტის“ წევრებად ყალბი პირები დანიშნეს .

დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ აღძრული საქმის თანახმად, თაღლითების მიზანი 120 000 ევროზე მეტი ოდენობის უკანონო ფინანსური სარგებლის მიღება გახდა.

ნიშანდობლივია, რომ 59 წლის ბრალდებულის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, როგორც კავალაში შექმილი იმ ასოციაციის ხაზინადარი. რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების ეგიდის ქვეშ ფუნქციონირებდა და სავარაუდოდ, (არარსებული კონტაქტებით) ახორციელებდა პროგრამებს საუნივერსიტეტო დაწესებულებასთან თანამშრომლობით, ხოლო შესაბამისი სერთიფიკატები ამ პროგრამებზე, დასწრების შესახებ, რათქმაუნდა,  განათლების სამინისტროს ნებართვის გარეშე გაიცემოდა.

საქმე უკვე   სასამართლოს გადაეცა და ამჟამად, მისი განხილვა მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *