Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

გაძარცვული ბინიდან წაღებული  ,,ოქროს ალაფი“

გაძარცვული ბინიდან წაღებული  ,,ოქროს ალაფი“

ბინის ძარცვა პირეის რაიონში მოხდა და მძარცველებმა საკმაოდ დიდძალი ალაფი დაიტაცეს. ნაქურდალი, 200.000 ევრო და 3 ცალი ,,როლექსის“ მარკის საათი აღმოჩნდა.

მძარცველებმა სამიზნე ბინაში, მის გვერდით მდებარე დაუსახლებელი კორპუსის შესასვლელი კარიდან შეაღწიეს, რის შედეგადაც ისინი, მე – 3 სართულზე აღმოჩნდნენ.

protothema.gr-ის ინფორმაციით, შემთხვევა ღამის 18:00-დან 23:00 საათამდე მოხდა. საინფორმაციო წყაროში ნახსენებია, რომ  მძარცველების ბინაში შეჭრა  მეტად ოსტატურად, კინემატოგრაფული სცენის მსგავსად განხორციელდა.

მძარცველები ორგანიზებულად მოქმედებდნენ. მათ გააჩნდათ ყველა საჭირო იარაღი, რომლის მეშვეობითაც  საძინებელი ოთახის კარადაში ჩამონტაჟებული სეიფი გატეხეს და იქიდან, 200 000 ევრო და სამი ,,Rolex“ მარკის  საათი,( საერთო ღირებულებით  – 110 000 ევრო) გაიტაცეს.

ამჟამად საქმეზე გამოძიება ,  დამნაშავეების იდენტიფიცირება და დაკავება მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *