Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

საფრანგეთი: ლუვრი გაძარცვეს

საფრანგეთი: ლუვრი გაძარცვეს

19 ოქტომბერს ლუვრის მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე ტურისტებისთვის არასასიამოვნო, თუმცა გარდაუვალი განცხადება გამოქვეყნდა. ლუვრი ერთი დღით დაიხურა, ხოლო მუზეუმის დახურვის მიზეზი კი, როგორც საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, რაშიდა დატიმ განაცხადა, 19 ოქტომბერს მუზეუმის გახსნისას მომხდარი ძარცვაა.

„Le Parisien“-ის ცნობით, ძარცვაში სამი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი შენობაში სამშენებლო მოედნიდან შევიდნენ, მოძრავი სატვირთო ლიფტით ისარგებლეს, ფანჯრები ჩაამსხვრიეს და „აპოლონის გალერეაში“ შევიდნენ.

დამნაშავეებმა ნაპოლეონის სამკაულების კოლექციიდან ცხრა ნივთი მოიპარეს, მათ შორის ყელსაბამი, ბროში, დიადემა და სხვა სამკაულები.

ლუვრიდან მოპარული ერთ-ერთი ექსპონატი მუზეუმთან ახლოს იპოვეს. ლუვრი მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი მუზეუმია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით ცხრა მილიონ ვიზიტორს იზიდავს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *