Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიო

სენსაციური აღმოჩენა ვატიკანის არქივში

მეცნიერებმა ახლახანს 1500 წელზე მეტი ხნის წინ დაწერილი, ბიბლიის აქამდე უცნობი თავი აღმოაჩინეს, რომელიც წარმოადგენს ნაწილს მე- 11 დან მე- 12  თავამდე  მათეს სახარებიდან.

ექსპერტებმა ბიბლიის ეს ნაწილი ვატიკანის ბიბლიოთეკაში განთავსებულ უძველეს ქრისტიანულ ხელნაწერებსა და საგალობლებს შორის მას შემდეგ გამოავლინეს, რაც მათზე ულტრაიისფერი გამოსხივება გამოიყენეს.

უძველესი ხელნაწერები, ეგრეთწოდებული პერგამენტები იქმნებოდა განსაკუთრებული წესით დამუშავებულ ცხოველის ტყავზე, რომელსაც იყენებდნენ საწერ მასალად, ქაღალდის გამოგონებამდე.

ტექსტის დასატანად აღნიშნული  ტყავის მასალა არც თუ იშვიათად, რამდენჯერმე გამოიყენებოდა, ძველი ტექსტი ახლით იფარებოდა, მაგრამ  მელნით გაჟღენთილ პერგამენტზე ძველი  ხელნაწერის კვალი არ ქრებოდა, რომლის აღმოჩენის საშუალებასაც დღეს  თანამედროვე ტექნოლოგიები და კონკრეტულად  ულტრაიისფერი შუქით დასხივება იძლევა,რადგან ფარული ტექსტი შთანთქავს სინათლეს და ლურჯდება, შესაბამისად  ხილული ხდება.

ახლახანს აღმოჩენილ უძველეს  პერგამენტზე დასხივებით აღმოჩნდა, რომ ის ორჯერ იქნა გამოყენებული მე-6 საუკუნეში და მასზე დატანილია დამწერლობის  სამი ფენა- სირიული, ბერძნული და ქართული.

როგორც ამ აღმოჩენის ავტორი, გრიგორი კესელი განმარტავს, სახარების ტექსტი, რომელიც ნაპოვნია ამ ხელახლა გამოყენებულ ხელნაწერში, შეიცავს სახარებების ეგრეთ წოდებულ ძველ სირიულ თარგმანებს.

წმინდა წერილების ძველ სირიულ თარგმანს “პეშიტა”  ეწოდებოდა და წარმოადგენდა ოფიციალურ თარგმანს, რომელსაც იყენებდა სირიული ეკლესია მე-5 საუკუნეში.

მეცნიერები მათ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით  აცხადებენ, რომ სახარების პერგამენტი პირველად გამოიყენეს მაშინ, როდესაც მასზე  ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე  წმინდა მამების სწავლების ბერძნული თარგმანები დაიტანეს.

შემდეგ ხელნაწერი კვლავ წაიშალა და ხელახლა იქნა დატანილი   ახალი ტექსტი, მიქაელ მოდრეკილის იადგარი, მე- 10 საუკუნის ქართული ხელნაწერი, რომელიც მოიცავდა ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში დაწესებული სხვადასხვა საგალობლების კრებულს.

ეს გასაოცარი აღმოჩენა, ერთ- ერთი უძველესი შემორჩენილი ბიბლიური ხელნაწერი აუქციონზე გაიყიდება მაისში.

ნიუ- იორკში, სოთბის აუქციონის სახლის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი ღირებულება 30- დან 50 მილიონ დოლარამდე იქნება და ის  შეიძლება გახდეს ყველაზე ძვირადღირებული ისტორიული დოკუმენტი, რომელიც ოდესმე გაყიდულა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *