Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

არნოლდ შვარცნეგერი კინაღამ გარდაიცვალა გულის ოპერაციის დროს

არნოლდ შვარცნეგერი კინაღამ გარდაიცვალა მისი რიგით მესამე, გულის ღია ოპერაციის დროს. ცნობილი მსახიობი ყვება, რომ პროცედურის დროს გარკვეული გართულებები მას თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

76 წლის ვარსკვლავმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, რომელიც გულის თანდაყოლილი მანკით დაიბადა, YouTube-ის ბოლო ვიდეოში გაამხილა, რომ მას სარქველის ჩანაცვლების ოპერაცია ჩაუტარდა.

ნარკოზიდან გამოსვლისას ექიმებმა აცნობეს, რომ მოხდა მოულოდნელი შინაგანი სისხლდენა, რის გამოც საჭირო გახდა განმეორებითი ოპერაცია.

”მე ნამდვილად გავბრაზდი,” აღიარებს შვარცენეგერი. გამეღვიძა და ჩემს წინ მდგომმა ექიმებმა უცებ  მითხრეს: “ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ოპერაციამ არ ჩაიარა ისე როგორც ვგეგმავდით, ჩვენ შეცდომა დავუშვით, რამაც გულის კედლის გახეთქვა გამოიწვია და ძალიან სწრაფად მოუხდათ ჩემი ხელმეორედ გახსნა“.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, 29 აგვისტოს, ამერიკის საიტებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი გარდაიცვალა. საიტზე msmbc.co გამოქვეყნდა სტატია, რომ პოლიციამ კარი შეანგრია მის საცხოვრებელ სახლში და კინოვარსკვლავი გარდაცვლილი იპოვეს. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ფაქტი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.

მსახიობის ფანებისგან უამრავი ზარი შევიდა სხვადასხვა საიტების ადმინისტრაციაში, სურდათ გაეგოთ სიმართლე იყო თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რადგან შაბათს უამრავმა ადამიანმა ნახა ის ცოცხალი და უვნებელი. მართლაც, ახალი ამბავი ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა. თავად მსახიობმა კი ამ თემაზე  კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *